პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლების მიერ „გურია ნიუსის“ ჟურნალისტების საქმიანობისთვის ხელისშეშლა ოზურგეთში
2012-07-24 „გურია ნიუსის“ ჟურნალისტებმა, გიორგი გირკელიძემ და ჟანა მეგრელიშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს განუცხადეს, რომ 24 ივლისს პრეზიდენტის ვიზიტისას მათთან მივიდა პრეზიდენტის დაცვის თანამშრომელი, რომელმაც მოთხოვა დაეტოვებინათ ტერიტორია. ამასთანავე, მათ გამოართვეს ფოტოაპარატი და წაუშალეს გადაღებული ფოტოები. 2012 წლის 29 ივლისს პრეზიდენტი ოზურგეთში, სოფელ ბახვში ამომრჩევლებთან შეხვედრას მართავდა. ჟანა მეგრელიშვილის თქმით, ისინი შეხვედრაზე დაცვის წევრებმა ამჯერადაც არ მიუშვეს მანამ, სანამ არ ჩამოართვეს აუდიო ჩამწერები და ფოტო კამერები.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე