სასოფლო დანიშნულების მიწების უსასყიდლოდ რეგისტრაცია ხულოში
2012-07-06 2012 წლის 28 ივნისის საქართველოს მთავრობის დადგენილებით #231, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისთვის და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების დაზუსტებისთვის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ოთხი სამუშაო დღის ვადაში გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასური გაუქმდა.
2012-07-05 2012 წლის ივლისის დასაწყისში ხულოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე თემში, კერძოდ, ვაშლოვანში, დიოკნისისა და დეკანაშვილების თემებში დაიწყო სასოფლო დანიშნულების მიწების უსასყიდლოდ რეგისტრაცია პირად საკუთრებაში მიწაზე არსებული შენობების ჩათვლით. მიწების რეგისტრაციას ახორციელებს ინდ. მეწარმე იოსებ შავაძე და ინდ. მეწარმე ვაჟა ბოლქვაძე. აღნიშნული ინდ. მეწარმეების მიერ სარეგისტრაციო ინფორმაციის ბაზაში ატვირთვის შემდეგ მიწების დარეგისტრირება ხორციელდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. "სამართლიანი არჩევნების" გრძელვადიან დამკვირვებელთან საუბარში ხულოს სარეგისტრაციო სამსახურის უფროსმა მალხაზ ჯორბენაძემ განაცხადა, რომ არ იცის საიდან ხდება უსასყიდლოდ განხორციელებული რეგისტრაციის თანხის - 50 ლარის დაფარვა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე