სკოლის პედაგოგების და ტერიტორიული რწმუნებულების მიერ სპეციალური სიების შედგება
2012-04-03 სკოლის დირექტორებს და საბავშვო ბაღების გამგეებს დავალებული აქვთ სპეციალურ სიაში სათითაოდ გაშიფრონ მათი თანამშრომლების ოჯახის წევრები და ახლობლები რომელი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერები არიან. აღნიშნული დავალება მათ საგანმანათლებლო რესურს ცენტრების და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების უფროსებისგან მიიღეს. სპეციალურ სიებს ადგენენ მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებიც. მათ დავალებული აქვთ, სიაში ის სოციალურად დაუცველი ოჯახები აღრიცხონ, რომელთა წევრებიც ოპოზიციის მხარდაჭერაში არიან შემჩნეულები.