სოციალურად დაუცველი ოჯახების მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობის პოლისების დარიგება რუსთავში
2012-08-27 მაისის თვეში რუსთავში დარიგდა უფასო სამგზავრო ბარათები. მოქმედების ვადა 2012 წელი. ბარათს აწერია: "სოციალურად დაუცველი ოჯახების მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობის პოლისი".
ცხელ ხაზზე დარეკვისას მიპასუხეს, რომ ბარათები გაიცა სოციალურად დაუცველთა ბაზის სიებზე დარყდნობით, არადა ამ ბაზაში უკვე ორ წელზე მეტია არ ვართ. ვცხოვრობ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში. აქ ოცამდე ოჯახია პოლისი ყველას დაურიგდა, სოციალურად დაუცველის მოწმობა კი მხოლოდ რამდენიმეს აქვს. პოლისი მოვიდა მამის სახელზე, რომელიც ერთი წელია გარდაცლილია. როგორც მითხრეს ოჯახის წევრებს ამ პოლისით სარგებლობა შეგვიძლია, რადგან პოლისის მფლობელის ოჯახის წევრი ვარ.
პოლისში შეტანილია მამის სახელი, გვარი, მისამართი, რუსთავის მერის ხელმოწერა. თავად ამ პოლისით არ მისარგებლია. თავიდანვე გამიჩნდა ეჭვი, ხომ არ იყო ეს წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით ამომრჩეველთა გულის მოგების ფაქტი.