ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის დირექტორის, ლელა რაზიკაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება დუშეთში
2012-08-20 2012 წლის 20 აგვისტოს ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის დირექტორი, ლელა რაზიკაშვილი სამსახურიდან გათავისუფლდა. იგი აღნიშნულ პოზიციაზე 2006 წლიდან მუშაობდა. ლელა რაზიკაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში მიზეზად მითითებულია, რომ იგი ადგილობრივი მაცხოვრებელი არ არის და მუზეუმში მხოლოდ შაბათ-კვირას მიდიოდა. თავად ლელა რაზიკაშვილი საკუთარი გათავისუფლებას იმ ფაქტს უკავშირებს, რომ მან 2012 წლის 14 ივლისს მუზეუმში ბიძინა ივანიშვილსა და კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს უმასპინძლა, რომლებიც ვაჟაობის სახალხო დღესასწაულზე იმყოფებოდნენ.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე