საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ განხორციელებული ზეწოლა "ქართული ოცნების" წევრ ნიკოლოზ კიკილაშვილზე სიღნაღში
2012-08-03 2012 წლის 3 აგვისტოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კოტე ჯანელიძემ და უშიშროების რეგიონული სამსახურის უფროსმა, სოსო ციციშვილმა წნორში მცხოვრებ ნიკოლოზ კიკილაშვილს „ურჩიეს“ დაეტოვებინა კოალიცია „ქართულ ოცნება“, რაზეც მისგან უარი მიიღეს. მათ კიკილაშვილი მანქანაში ჩასვეს და სიღნაღში წაიყვანეს, სადაც მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ.
სიღნაღის საკრებულოს თავმჯდომარე „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან საუბრისას აღნიშნულ ფაქტს პროვოკაციად აფასებს და არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა პროვოკაციის მსგავსი ფაქტები მომავალშიც დაფიქსირდეს.