პოლიტიკური ანგარიშსწორება კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერ ნუგზარ გიორგაძის მიმართ ცხემლისხიდში
თარიღი: 2012-09-03
პერიოდი: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: ოზურგეთი , ცხემლისხიდი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა
2012-08-09 საინფორმაციო საშუალება „გურია ნიუსით“ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ ცხემლისხიდში მცხოვრებ ნუგზარ გიორგაძეს, რომელიც კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერია, 2012 წლის 9 აგვისტოს თავის კუთვნილ მიწაზე გაშენებული ძვირფასი ჯიშის ხის პავლონიის ნერგები გაჩეხილი დახვდა. ამ ფაქტს ბატონი ნუგზარი პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს. მართალია ვერ აკონკრეტებს ვის მიერ მოხდა ნერგების გაჩეხვა, მაგრამ „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან განაცხადა, რომ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ადგილობრივ ხელისუფლებას დაუპირისპირდა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე