“ქართული ოცნების” მხარდამჭერ ციცინო ივანიშვილის მიმართ განხორციელებული ზეწოლა ლაგოდეხში
2012-08-20 სოფელ ვარდისუბნის მკვიდრი, კოალიცია “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ციცინო ივანიშვილი „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან საუბრისას განაცხადა, რომ იმ დროიდან, რაც ბიძინა ივანიშვილის საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე ხელმოწერებს აგროვებდა, ადგილობრივი ხელისუფლება მისით და მისი ოჯახით დაინტერესდა.
ციცინო ივანიშვილი დაბარებული იყო დაკითხვაზე კონტროლის პალატის მიერ. იგი აცხადებს, რომ მას სდევნიან, ემუქრებიან, რომ წამოვიდეს კოალიციიდან. მისი მეუღლის მიმართ სისტემატურად გამოიყენება საჯარიმო ხასიათის ღონისძიებები.