„ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ეკა კვაჭაძის მიმართ განხორციელებული ზეწოლა ლანჩხუთში
2012-08-08 2012 წლის 8 აგვისტოს ლანჩხუთში 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისადმი მიძღვნილი აქციის ფარგლებში ცოცხალი ჯაჭვი მოეწყო. აქციაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა „ქართული ოცნების“ მაისურში გამოწყობილმა ეკა კვაჭაძემ, რომელსაც წინააღმდეგობა აქციის ორგანიზატორმა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის განყოფილების ხელმძღვანელმა, ირმა მგელაძემ გაუწია. მან ეკა კვაჭაძეს უთხრა - „შენ ჩვენიანი არ ხარ, აქ დგომის უფლებაც არ გაქვს, „ქართულ ოცნებაში წადიო“.
ეკა კვაჭაძის დედა სკოლაში მუშაობს, ამიტომაც ძალიან წუხს, რომ შესაძლოა პრობლემები შეექმნას. „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებელი აღნიშნული ფაქტის გადამოწმების მიზნით დაუკავშირდა ირმა მგელაძესაც, რომელმაც კომენტარის გაკეთება არ ისურვა.