„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის, ირაკლი ნაჭყებიას მიერ "ქართული ოცნების" აქტივისტის საქმიანობისთვის ხელის შეშლა ფოთში
2012-08-03 2012 წლის 3 აგვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გაზეთებსა და მოსაწვევებს ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე არიგებდნენ. მათთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი, ირაკლი ნაჭყებია მივიდა, გაზეთები გამოართვა, დახია და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სახეში შეაყარა. რამდენიმე წუთში კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტებს აედევნა ავტომობილი სერიული ნომრით CJC 251. საჭესთან მჯდომმა პიროვნებამ ახალგაზრდებს უწმაწური სიტყვებით მიმართა. „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანმა დამკვირვებელმა ინფორმაცია ირაკლი ნაჭყებიასთან გადაამოწმა, რომელმაც აღნიშნული ფაქტი დაადასტურა, რომ ნამდვილად დახია კოალიცია „ქართული ოცნების“ გაზეთები და მოსაწვევები, თუმცა დაპირისპირებისა და გინების, ასევე მანქანის დადევნების ფაქტი უარყო.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე