”ქართული ოცნების” აქტივისტების დავით კუბლაშვილის, გიორგი ობოლაძის და გიორგი ხურციძის დაკითხვა შუახევის პოლიციაში
2012-09-03 ქ. ბათუმში 5 აგვისტოს კოალიცია ,,ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, კოალიციის რამდენიმე წარმომადგენელი იმყოფებოდა შუახევის მუნიციპალიტეტში, რომელთა მოვალეობაშიც შედიოდა დაგეგმილი აქციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება. კოალიციის აქტივისტებს აჭარაში ჩასვლამდე ქ.ლანჩხუთში შემოუერთდა, ასევე კოალიციის აქტივისტი ირაკლი დობორჯგინიძე. აქტივისტთა განმარტებით, მათ ირაკლი დობორჯგინიძის მიმართ თავიდანვე გარკვეული ეჭვი გაუჩნდათ, მისი შესაძლო თანამშრომლობაზე პოლიციის ორგანოებთან. ეჭვი უფრო გაძლიერდა მას შემდეგ რაც მანქანაში აღმოჩნდა ვიდეო და ხმის ჩამწერი სპეციალური მოწყობილობები. მეორე დღეს, კოალიციის სამ წევრს, დავით კუბლაშვილს, გიორგი ობოლაძეს და გიორგი ხურციძეს პოლიციის თანამშრომლებმა სახლში მიუტანეს უწყებები, რომლის შესაბამისადაც ისინი დაბარებულები იყვნენ შუახევის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სტატუსით ჩვენების მისაცემად. დაკითხვის შემდეგ სამივე მოწმე დაბრუნდა სახლში.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე