"ქართული ოცნების" აქტივისტებისთვის პლაკატების გაკვრის აკრძალვა ქობულეთში
2012-08-03 2012 წლის 3 აგვისტოს კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტები ანზორ ინაიშვილი, ზვიად ცივაძე და ვაჟა ცეცხლაძე დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე გარე განათების ბოძებზე 5 აგვისტოს დაგეგმილი აქციის შესახებ საინფორმაციო სახის პლაკატებს აკრავდნენ, რა დროსაც მათთან ჩაქვის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი მივიდა და პლაკატების გაკვრა აუკრძალა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, აჩიკო დუმბაძის განცხადებით, არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 10 დღისა მუნიციპალიტეტი გამოყოფდა შესაბამის ადგილებს, სადაც ყველა დაინტერესებულ პარტიას მიეცემოდა საარჩევნო პლაკატების გაკვრის შესაძლებლობა. „სამართლიან არჩევნებს“ მიაჩნია,რომ ჩაქვის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის ქმედება წარმოადგენს „საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლის თანახმად მართლსაწინააღმდეგო ქმედებას - წინასაარჩევნო მოწოდებებისა და მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლას, რაც 1000-დან 2000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე