სამართალდამცავთა მხრიდან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის, გიორგი ებრალიძის მიმართ განხორციელებული ზეწოლა თბილისში
2012-08-12 2012 წლის 12 აგვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, გიორგი ებრალიძე ტაქსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც იგი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა მანქანიდან გადმოიყვანეს და პოლიციის პირველ განყოფილებაში წაიყვანეს. მას ჯერ განყოფილების უფროსის მოადგილე, ხოლო მოგვიანებით უფროსი ესაუბრა. განყოფილებაში მას კითხეს, თუ სად მუშაობდა, რაზეც გიორგი ებრალიძემ უპასუხა, რომ ის კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ მუშაობს. შემდეგ ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა ხელფასი და მუშაობდა თუ არა ენთუზიაზმზე. გასაუბრების შემდეგ იგი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე წაიყვანეს, ხოლო ნარკოლოგიური ტესტის ჩაბარების შემდეგ გაათავისუფლეს.