„ქართული ოცნების“ აქტივისტების დაკავება ხონში
2012-08-21 2012 წლის 21 აგვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ ორი აქტივისტი - სოსო სულავა და კობა კუბლაშვილი ხონის მუნიციპალიტეტის სასაფლაოს მეურნეობის დირექტორთან - რომან ლიპარტელიანთან მივიდნენ, სამუშაო კაბინეტიდან გამოიხმეს და მოუწოდეს, რომ ამომრჩევლების დაშინება შეეწყვიტა. იმავე დღეს, რომან სოსო სულავა და კობა კუბლაშვილი როინ ლიპარტელიანის განცხადების საფუძველზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ თითოეული მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 70 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. კოალიცია „ქართული ოცნების“ დაკავებული აქტივისტები, კატეგორიულად უარყოფენ მუქარისა და შეურაცხყოფის ფაქტს და თავს დამნაშავედ არ ცნობენ.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე