„ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ნოე ახაშვილის დაპატიმრება ბოლნისში
2012-08-22 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ნოვიკ ახაშვილი შვილთან ერთად დაახლოებით საღამოს 22:00 საათზე ახსნა-განმარტების გარეშე სამართალდამცავებმა დააკავეს.
სასამართლო პროცესი 2012 წლის 22 აგვისტოს გაიმართა და ახაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-მუხლების ბრალდებით 85 დღიანი პატიმრობა შეეფარდა. კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები აღნიშნულ ფაქტს ნოვიკ ახაშვილის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებენ.