„სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებელის საქმიანობის ხელშეშლა ონში
2012-08-17 2012 წლის 17 აგვისტოს „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს ონის მუნიციპალიტეტში ტელეფონის ნომრით: 577 55 69 25 დაუკავშირდა პიროვნება, რომელმაც თავი წარუდგინა როგორც კონსტიტუციური უსაფრთხოების თანამშრომელი, დავით ბასილაშვილი და უთხრა, რომ არსებობს შეთანხმება, რომლის თანახმად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა არჩევნების დღის დამკვირვებლები მათთან ერთად უნდა შეარჩიონ და შესთავაზა ექვსი დამკვირვებლის ვაკანსიის განხილვა.