რწმუნებულის მიერ „სამართლიანი არჩევნების“ თერჯოლის ოლქის კოორდინატორის საქმიანობის ხელშეშლა
თარიღი: 2012-09-03
პერიოდი: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: თერჯოლა , თერჯოლა
ინციდენტის კატეგორია: სხვა
2012-08-22 2012 წლის 22 აგვისტოს „სამართლიანი არჩევნების“ თერჯოლის ოლქის კოორდინატორის აქტივისტი, სოფელ ღვანკითში მცხოვრები ნათია დადუნაშვილი, სოფლის რწმუნებულმა - მირიან რობაქიძემ დაიბარა და „ურჩია“, რომ მომავალი დასაქმებისთვის და პერსპექტივისთვის „სამართლიან არჩევნების“ დამკვირვებლობას მათი დამკვირვებლობა ჯობდა. საუბრიდან მეორე დღეს ნათია დადუნაშვილს სოფლის რწმუნებულის სპეციალისტმა - დადუ ამირანაშვილმა 200 ლარი მიუტანა და უთხრა, რომ დახმარება სჭირდებოდათ სოფელში საქონლის აცრის პროგრამის გავრცელებასთან დაკავშირებით. რამოდენიმე დღეში აქტივისტმა უარი განაცხადა „სამართლიან არჩევნებთან“ თანამშრომლობის გაგრძელებაზე.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე