„სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებელისთვის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისას შექმნილი პრობლემები ხობში
თარიღი: 2012-09-03
პერიოდი: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: ხობი , ხობი
ინციდენტის კატეგორია: სხვა
2012-08-25 2012 წლის 25 აგვისტოს „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანმა დამკვირვებელმა სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ხობის #66 საოლქო საარჩევნო კომისიიდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მინდია ლომაიამ დამკვირვებელს განუცხადა, რომ მის მიერ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა დამკვირვებლის „ახირებაა“ და სხვა არაფერი. არაერთგზისი თხოვნის მიუხედავად, დამკვირვებელს მხოლოდ რამოდენიმე საათიანი ლოდინის შემდგომ მიაწოდეს საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის საბანკო რეკვიზიტები, რის გამოც ინფორმაციის დროულად მიღება ვერ მოხერხდა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე