პრეზიდენტის დაცვის წევრების მიერ რეპორტიორ მანანა ქველიაშვილის საქმიანობისთვის ხელშეშლა ბათუმში
2012-08-02 2012 წლის 2 აგვისტოს, ბათუმში, პიაცას მოედანზე გაზეთ „ბათუმელების“ რეპორტიორს, მანანა ქველიაშვილს ვალერი მელაძის კონცერტის მსვლელობის დროს გადაღებული ფოტოები პრეზიდენტის დაცვის წარმომადგენელმა წააშლევინა. კადრებში პრეზიდენტისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის ფოტოები იყო დაფიქსირებული.