„გურია-ნიუსის“ ჟურნალისტების არ დაშვება პრეზიდენტის მოსახლეობასთან შეხვედრისას ბახმაროში
თარიღი: 2012-09-03
პერიოდი: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: ჩოხატაური , ბახმარო
ინციდენტის კატეგორია: სხვა
2012-08-19 2012 წლის 19 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილი ბახმაროში მოსახლეობას ხვდებოდა, რა დროსაც, „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ცალკეულ ჟურნალისტს შეხვედრაზე დასწრების საშუალებას არ აძლევდნენ. „გურია-ნუსის“ ცნობით, პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია ბანძელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათ შეხვედრაზე დასწრება მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემდეგ შეუძლიათ. „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ბახმაროში, პრეზიდენტის ვიზიტისას პრეს-ზონა მომზადებული არ იყო რისი შექმნის ვალდებულებაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უწყებათაშორისი კომისიისა და ჟურნალისტების შეხვედრის დროს აიღო.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე