გამგებლის ძმის მიერ „ინფო-9-ს“ ჟურნალისტის ვიდეო კამერის დამტვრევა მარნეულში
თარიღი: 2012-09-03
პერიოდი: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: მარნეული , ხიხანი
ინციდენტის კატეგორია: სხვა
2012-08-23 2012 წლის 23 აგვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ მარნეულის ორგანიზაციას შეატყობინეს, რომ სოფელ ხიხანში ხანძარი გაჩნდა და რომ მათ ზარზე სამაშველო სამსახური არ რეაგირებდა. „ქართული ოცნების“ მარნეულის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ლია თუშურმა სახანძროში დარეკა და პარტიის სხვა წევრებთან ერთად სოფელ ხიხანში წავიდა. მათი მისვლის შემდეგ სოფელში, მივიდა პოლიციის რამოდენიმე ეკიპაჟი და სოფლის გამგებელი. გადამღები ჯგუფის დანახვაზე გამგებლის, თენგიზ ჯაიანის ძმა, დავით ჯაიანი გაღიზიანდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ლია თუშურს, ასევე „ინფო-9-ს“ ჟურნალისტებს, რომლებსაც ვიდეო კამერა დაუმტვრია. ამ ფაქტზე პოლიციამ რეაგირება არ მოახდინა. ინციდენტთან დაკავშირებით არსებობს ვიდეო მასალა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე