საპრეზიდენტო პროგრამა „ღიმილიანი საქართველო“-ს ამოქმედება სუფსაში
2012-08-13 2012 წლის 13 აგვისტოდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში საპრეზიდენტო პროგრამის „ღიმილიანი საქართველო“-ს ამოქმედება დაიწყო. პროგრამის შესაბამისი წარწერიანი ორი ავტობუსი სუფსის ცენტრშია განთავსებული და მხოლოდ სუფსის თემის მოსახლეობას უწევს სტომატოლოგიურ მომსახურებას. „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებელი თავად გაესაუბრა პაციენტებს და შეიტყო, რომ სტომატოლოგიური მომსახურება, კერძოდ, ორთოპედიული და ქირურგიული, მხოლოდ განსაზღვრული ასაკის ადამიანებს (50 წლიდან ზემოთ) უფასოდ უტარდებათ. აღნიშნული პროგრამა ორკვირიანია.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე