ახმეტის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის პარტიული მიზნებისთვის გამოყენება
2012-09-07 ახმეტის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე (www.myakhmeta.ge) გამოქვეყნებული მრავლობითი ინფორმაციის მეშვეობით შეუფარავად ხორციელდება მთავარი ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო აგიტაცია და ამავდროულად, მმართველი პარტიის მიმართ პოლიტიკური სიმპათიების გამოხატვას აქვს ადგილი. საია მიმართავს ცესკოს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს ზემოაღნიშნული საქმის გარემოებები და შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმები შესაბამისი პირების მიმართ. ასევე, საია მოუწოდებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათშორის კომისიას, სრულყოფილად შეისწავლონ სახელმწიფო დაწესებულებების ვებ-გვერდები, ეფექტური ზედამხედველობა გაუწიონ საჯარო მოხელეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები. [url]www.myakhmeta.ge[/url] [url] http://www.gyla.ge/index.php?option=com_content&view=article&id=1445%3A2012-09-06-15-06-32&catid=1%3Alatest-news&Itemid=177&lang=ka[/url]


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე