ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის პარტიული მიზნებისთვის გამოყენება
2012-09-07 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი - „დავით ბაქრაძე ლანჩხუთში“. ამონარიდი: შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ მოსახლეობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გოგუაძე წარუდგინა, რომელსაც დავალება მისცა, მივიდეს თითოეულ ქუჩაზე, სოფელში, ოჯახში, იმისათვის რომ იცოდეს, რა არის გასაკეთებელი და თანდათანობით გადაჭრან ყველა ის პრობლემა, რაც აწუხებს მოსახლეობას. საია მიმართავს ცესკოს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს ზემოაღნიშნული საქმის გარემოებები და შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმები შესაბამისი პირების მიმართ. ასევე, საია მოუწოდებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათშორის კომისიას, სრულყოფილად შეისწავლონ სახელმწიფო დაწესებულებების ვებ-გვერდები, ეფექტური ზედამხედველობა გაუწიონ საჯარო მოხელეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები. [url]http://www.lanchkhuti.org.ge/index.php/2011-07-25-06-45-33/321-2012-08-22-15-52-42[/url] [url] http://www.gyla.ge/index.php?option=com_content&view=article&id=1445%3A2012-09-06-15-06-32&catid=1%3Alatest-news&Itemid=177&lang=ka[/url]


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე