საკრებულოს წევრების დაპირისპირება „ქართული ოცნების“ აქტივისტებთან წყალტუბოში
2012-09-23 23 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ აქტივისტები (სალომე ნავროზაშვილი, ანა დოლაბერიძე, დათო როყვა, შოთა ჩარკვიანი, ლაშა ონიანი) განათების ბოძებზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, პაატა ზაქარეიშვილის პლაკატებს აკრავდნენ. ამ დროს მათთან მიიჭრა მოქალაქეთა ჯგუფი, მათ შორის: მამუკა საღარეიშვილი (საკრებულოს თავჯდომარე), ჯამბულ შუღლაძე (საკრებულოს წევრი), გაგა კვიცარიძე, დათო და თენგო ხიდაშელები, თენგიზ გოგელია, ზურაბ ჯანელიძე, იურა საღარეიშვილი და სხვანი. ისინი არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ და უწმაწური სიტყვებით მოინდომეს ხელის შეშლა აქტივისტებისთვის. თავმჯდომარემ განუცხადა, რომ მათ თავიანთი კანონები აქვთ და განათების ბოძებზე პლაკატების გაკვრა იკრძალება. როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლი მაია შალამბერიძე აცხადებს, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა საღარეიშვილმა აქტივსტს, ანა დოლაბერიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ამიტომ საჭირო გახდა საპატრულო პოლიციის გამოძახება. მამუკა საღარეიშვილი და მისი თანმხლები პირები ერთად შეიყვანეს დაკითხვაზე და რამდენიმე წუთში გაათავისუფლეს, ხოლო მაია შალამბერიძე და სხვა ახალგაზრდა აქტივისტები ცალ-ცალკე დაკითხეს დილამდე.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე