“სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკირვებელის ირმა კიტრიაშვილის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება ზემო ხანდაკში
2012-09-26 26 სექტემბერს კასპის რაიონის სოფელ ზემო ხანდაკში სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა და „ნაციონალური მოძრაობის“ კასპის მაჟორიტარი კანდიდატის წარმომადგენელმა გია იორდანაშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტსა და“სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკირვებელს ირმა კიტრიაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ირმა კიტრიაშვილი ცდილობდა გადაეღო თუ როგორ ურიგებდა გია იორდანაშვილი სეტყვით დაზარალებულ მოსახლეობას ფქვილსა და შაქარს. გია იორდანაშვილმა ირმა კიტრიაშვილს ფოტოაპარატი წაართვა და გადაღების ადგილიდან ძალით გაიყვანა. შემთხვევას ადგილობრივი მოსახლეობაც შეესწრო.