ფიზიკური დაპირისპირება „ქართული ოცნების" და "ერთანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს შორის გურჯაანში
2012-09-25 25 სექტემბერს "ქართული ოცნების" აქტივისტების ახალგაზრდული ფრთის
წარმომადგენლები - ნიკა პატარქლიშვილი და გიორგი ნადაშვილი გურჯაანში აკრავდა "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატის მანანა ბერიკაშვილის სააგიტაციო მასალას, მათთან მოულოდნელად მივიდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის აქტივისტები - თორნიკე სიბაშვილი და თეიმურაზ ბუწაშვილი, რა დროსაც მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც „ქართული ოცნების“ აქტივისტმა, ნიკა პატარქლიშვილმა მსუბუქი ტვინის შერყევა მიიღო, ხოლო გიორგი ნადაშვილს ამბულატორიული დახმარება დასჭრდა.