ფიზიკური დაპირისპირება „ქართული ოცნების" და "ერთანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს შორის გურჯაანში
2012-09-25 25 სექტემბერს "ქართული ოცნების" აქტივისტების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები - ნიკა პატარქლიშვილი და გიორგი ნადაშვილი გურჯაანში აკრავდა "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატის მანანა ბერიკაშვილის სააგიტაციო მასალას, მათთან მოულოდნელად მივიდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის აქტივისტები - თორნიკე სიბაშვილი და თეიმურაზ ბუწაშვილი, რა დროსაც მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც „ქართული ოცნების“ აქტივისტმა, ნიკა პატარქლიშვილმა მსუბუქი ტვინის შერყევა მიიღო, ხოლო გიორგი ნადაშვილს ამბულატორიული დახმარება დასჭრდა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე