კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისების დარბევის ფაქტები ამბროლაურსა და რუსთავში
2012-09-21 „სამართლიანმა არჩევნებმა“ გასულ კვირას ამბროლაურის რაიონში დააფიქსირა კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისების დარბევის 3, ხოლო რუსთავში 1 შემთხვევა. კერძოდ,21 სექტემებრს დაბა ამბროლაურში, სოფელ ნიკორწმინდაში და ჭრებალოში ჩამსხვრეული იქნა ოფისის მინები, ხოლო ამბროლაურში დაზიანებულია ოფისის კარი. 22 სექტემბერს რუსთავში დარბეულ იქნა კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისი.