კახი კალაძის შტაბის ხელმძღვანელის, დავით თევზაძის დაკავების ფაქტი სამტრედიაში
2012-09-26 26 სექტემბერს სამტრედიაში კახი კალაძის შტაბის ხელმძღვანელი, დავით თევზაძე დააკავეს. მისი დაკავების კონკრეტული მიზეზები უცნობი იყო, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ თევზაძეს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით აქვს წაყენებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მიერ კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. თევზაძეს სასამართლო 60 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.