საპროტესტო აქცია ქობულეთში გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით
2012-12-17 17 დეკემბერს ქობულეთის გამგეობასთან „ქართული ოცნების“ აქტივისტების აქცია გაიმართა. ისინი გამგებელ თენგიზ ზოიძის, საკრებულოს თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონისა და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წარმომადგენლების თანამდებობიდან გადადგომას ითხოვდნენ. აქციის ასამდე მონაწილე გამგეობაში შეიჭრა.აქტივისტების განცხადებით,თვითმმართველობაში სამუშაო ადგილები „ქართული ოცნების“ წევრებმა უნდა დაიკავონ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს გააგრძელებენ.