მცხეთის მუნიციპალიტეტში საკრებულოს თავჯდომარის განთავისუფლება
2012-10-31 მცხეთის მუნიციპალიტეტში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ საკრებულოს თავმჯდომარე შეიცვალა. საკრებულოს თავმჯდომარე ანდრო კალანდაძე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარ კანდიდატად საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო.
2012 წლის 24 ოქტომბრამდე მცხეთის მუნიციპალიტეტში საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ატაშვილი. 2012 წლის 24 ოქტომბერს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ახალი თავმჯდომარე ილია იორდანიშვილი აირჩია.
2012-10-24 24 ოქტომბერს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ილია იორდანიშვილი. იგი ფრაქცია „მაჟორიტარების“ თავმჯდომარე იყო და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით არის საკრებულოში შესული.