საკრებულოს თავმჯდომარის ცვლილება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში
2013-01-30 მართალია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძე აცხადებს, რომ მან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება პირადად მიიღო 2013 წლის 29 იანვარს, თუმცა არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მასზე იყო ზეწოლა, რასაც საბოლოო ჯამში თანამდებობიდან გადადგომა მოჰყვა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ახალ თავმჯდომარედ ამირან გიგინეიშვილი აირჩია.
2013-01-29 22 იანვარს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძე თანამდებობიდან გადადგა. როგორც თავად აღნიშნა, დაკავებული პოზიცია საკუთარი სურვილით დატოვა და საკრებულოს რიგით წევრად რჩება. 29 იანვარს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ამირან გიგინეიშვილი ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე