საკრებულოს თავმჯდომარის ცვლილება ბოლნისის მუნიციპალიტეტში
2013-01-16 ბოლნისის მუნიციპალიტეტში 2013 წლის 15 იანვარს პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან გადადგა ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ საბიაშვილი. საკრებულოს სხდომაზე არჩეულ იქნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე - მალხაზ ერაძე.
2013-01-16 საკრებულოს თავმჯდომარემ ნოდარ საბიაშვილმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყანაში 1 ოქტომბრის შემდეგ განხორციელებული ცვლილებების გამო მიიღო.
16 იანვარს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ,,ქართული ოცნების“ წევრის მალხაზ ერაძის კანდიდატურას საკრებულოს 22-დან 21-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.