საკრებულოს თავმჯდომარის ცვლილება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში
2012-12-31 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში , 2012 წლის 28 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გია ლემონჯავა. 2012 წლის 4 დეკემბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე აირჩიეს საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ბესიკ ესებუა.
2012-11-28 28 ნოემბერს ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარემ, გია ლემონჯავამ,რომელიც საკრებულოში ,,ნაციონალურ მოძრაობას’’ წარმოადგენდა, გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. მიზეზად ლემონჯავამ სხვა რეგიონებში შექმნილი ვითარება დაასახელა. მისი თქმით, არ სურდა მუნიციპალიტეტში ვითარების ესკალაცია, ამიტომ დატოვა თანამდებობა. 4 დეკემბერს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ ერთხმად არჩეულ იქნა კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი - ბესიკ ესებუა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე