გამგებლის ცვლილება ხარაგაულში
2013-02-08 ხარაგაულის გამგებელმა თორნიკე ავალიშილმა 9 ნოემბერს დაწერა განცხადება გათავისუფლების შესახებ. აღსანიშნავია ის, რომ ხარაგაულის ახალარჩეულმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნოდარ ებანოიძემ მუნიციპალიტეტის გამგებლის წინააღმდეგ სარჩელით პროკურატურას მიმართა. ებანოიძე ძალოვნებს ავალიშვილის მიერ ხარაგაულის ბიუჯეტიდან გადარიცხული იმ 15 000 ლარის ხარჯვის კანონიერების დადგენას სთხოვს, რომელიც მისი თქმით, გამგებელმა ავარიის შედეგად დაზიანებული სამსახურებრივი ავტომანქანის შეკეთებას მოახმარა. 3 დეკემბრის ბრძანებით საკრებულოში შეიქმნა საკონკურსო კომისია და დაიწყო განცხადებების მიღება გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე. 8 თებერვალს საკრებულომ ერთხმად დაამტკიცა ახალი გამგებელი - კობა ლურსმანაშვილი. სხდომას 30 დეპუტატიდან ესწრებოდა 28 დეპუტატი.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე