საკრებულოს თავმჯდომარის ცვლილება ახმეტაში
2012-11-07 7 ნოემბერს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ალექსი მაილაშვილმა თანამდებობა არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ცვლილების გამო დატოვა. გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა გამგებელმა კობა მაისურაძემაც. 7 ნოემბრის სხდომაზე ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ წევრი - ზაქარია ქინქლაძე გახდა. საკრებულოს წევრებმა თავმჯდომარის მოადგილეობიდან გადააყენეს ჯარაფ ხანგოშვილი და მის ნაცვლად საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ალექსი მაილაშვილი დანიშნეს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე