გამგებლის ცვლილება ახმეტაში
2012-11-19 9 ნოემბერს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა მაისურაძემ გადადგომის თაობაზე განცხადება დაწერა, რომელიც საკრებულომ 19 ნოემბერს დააკმაყოფილა. მაისურაძე აცხადებს,რომ თანამდებობა, საკუთარი სურვილით ყოველგვარი ზეწოლის გარეშე დატოვა.
19 ნოემბერს გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად, კონკურსის გამოცხადებამდე, ბექა ბაიდაური დაინიშნა. მას რეკომენდაცია მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა გაუწია, რომელიც ამავე სხდომას ესწრებოდა.