გამგებლის ცვლილება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში
2013-08-21 21 აგვისტოს გამართულ სხდომაზე საკრებულომ დააკამყოფილა გამგებელ ლევან ლორთქიფანიძის განცხადება გადადგომის შესახებ. ლავან ლორთქიფანიძეს გარკვეული პერიოდი უფლებამოსილება შეწყვეტილი ჰქონდა. საკრებულომ უფლებამოსილება მას შემდეგ აღუდგინა, რაც პროკურატურამ გამგებელს ნასამართლეობა მოუხსნა. ლორთქიფანიძეს და მის მოადგილეს ნოდარ შარაბიძეს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენა ედებოდათ ბრალად. აღნიშნულ პოსტებზე ისინი საპარლამენტო არჩევნების შემდგომ დაინიშნენ, არჩევნებამდე კი ლევან ლორთქიფანიძე ხელვაჩაურში „ქართული ოცნების“ შტაბს ხელმძღვანელობდა.
23 აგვისტოს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე, ხელვაჩაურის ახალ გამგებლად ბათუმის საზღვაო აკადემიის ყოფილი რექტორი, ნადიმ ვარშანიძე დანიშნა.
2013-03-18 18 მარტს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლევან ლორთქიფანიძემ დაკავებული
თანამდებობა დატოვა. მისი დაკავების შემდეგ პროკურატურის შუამდგომლობა მისი თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე სასამართლომ დააკმაყოფილა. ამავე პერიოდში, პირადი განცხადებით გათავისუფლდა გამგებლის მოადგილეც, რომელიც გამგებელთან ერთად 13 მარტს იქნა დაკავებული ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ. ვაკანტურ პოზიციაზე დაინიშნა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი.
2012-12-28 28 დეკემბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა საკრებულოს თავმჯდომარეს თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა. გამგებლის გადადგომას წინ აპროტესტო აქცია უძღოდა. ახალი გამგებელი 31 დეკემბერს აირჩიეს. საკრებულოს სხდომას 17 დეპუტატი ესწრებოდა, რომლებმაც ერთხმად დაუჭირეს მხარი ლევან ლორთქიფანიძის კანდიდატურას. ლორთქიფანიძე საპარლამენტო არჩევნებზე "ქართული ოცნების" ხელვაჩაურის შტაბის ხელმძღვანელი იყო. გამგებლის პოსტზე განაცხადი ორ კანდიდატს, ლევან ლორთქიფანიძეს და იაშა გვიანიძეს ჰქონდა შეტანილი, თუმცა სხდომას იაშა გვიანიძე არ დაესწრო და საკრებულომ მის კანდიდატურაზე არიმსჯელა
2012-12-31 ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარეს მუნიციპალიტეტის გამგებლების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი არ გამოუცხადებია, მიუხედვად იმისა, რომ კონკურსის გამოცხადების სამართლებრივი ვალდებულება „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მიხედვით გააჩნდა.
2012 წლის 31 დეკემბერს მოწვეულ იქნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა. აღნიშნულ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ საკრებულოს წარუდგინა გამგებლის ახალი კანდიდატურა. საკრებულოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარეს მიეცა თანხმობა წარმოდგენილი კანდიდატი ლევან ლორთქიფანიძე შესარჩევი კონკურსის გარეშე დაენიშნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე.