შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის დანიშვნა
2013-02-28 შუახევის საკრებულოს თავმჯდომარებს მუნიციპალიტეტის გამგებლების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი არ გამოუცხადებიათ, მიუხედვად იმისა, რომ კონკურსის გამოცხადების სამართლებრივი ვალდებულება „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის საფუძველზე ჰქონდათ.
2013 წლის 08 იანვარს პირადი განცხადების საფუძველზე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ ამაღლობელი. 2013 წლის 09 იანვარს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თანხმობა მისცა საკრებულოს თავმჯდომარეს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად თამაზ დავითაძის დანიშვნაზე.
2013-01-08 8 იანვარს შუახევის გამგებელმა, ნუგზარ ამაღლობელმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ყოფილი გამგებელი პოსტის დატოვების მიზეზებზე არსაუბრობს.
10 იანვარს გამართულ საკრებულოს სხდომაზე არჩეულ იქნა ახალი გამგებელი. ვაკანტურ თანამდებობაზე მხოლოდ ერთი განაცხადი იყო შესული. საკრებულოს 19-ვე წევრმა ერთხმად აირჩია ფრაქცია "ჩვენ შუახევის" კანიდიდატი თამაზ დავითაძე. დავითაძე არჩევნების დროს "ქართული ოცნების" შტაბის საორგანიზაციო ჯგუფს ხელმძღვანელობდა. საკრებულოს თავმჯდომარის იური ქათამაძის განცხადებით ახალი გამგებლის დამტკიცების პროცესი უამინდობამ დააჩქარა, რადგან მაღალმთიანეთის მოსახლეობას დროული დახმარება სჭირდება.