გამგებლის ცვლილება ხულოს მუნიციპალიტეტში
2013-04-12 12 აპრილს მუნიციპალიტეტის გამგებელის მოვალეობის შემსრუელბელმა დავით ჭელიძემ გადადგომის თაობაზე განცხადება დაწერა. 16 აპრილს გაიმართა საკრებულოს სხდომა, რომელზეც აირჩიეს ახალი გამგებლი. გამგებლად არჩეული იქნა გურამ ხოზრევანიძე, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში კოალიცია ,,ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელი იყო. სხდომას ესწრებოდა 19 დეპუტატი და 19-ვემ დაუჭირა მხარი ახალ გამგებლად გურამ ხოზრევანიძის დანიშვნას.
2012-08-29 29 აგვისტოს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს მუნიციპალიტეტის გამგებლის თემურ ბოლქვაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებას. არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ბოლქვაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. გამგებლის მოადგილემ უარი განაცხადა გამგებლის მოვალეობის შესრულებაზე, ამიტომ მის ნაცვლად დაინიშნა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ჭელიძე.
2012-11-30 ხულოს საკრებულოს თავმჯდომარეს მუნიციპალიტეტების გამგებლების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი არ გამოუცხადება. მიუხედვად იმისა, რომ ამის (კონკურსის გამოცხადების) სამართლებრივი ვალდებულება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად გააჩნდა.
2012 წლის 05 ოქტომბერს მოწვეულ იქნა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა. სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ საკრებულოს წარუდგინა გამგებლის ახალი კანდიდატურა. საკრებულოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარეს მიეცა თანხმობა წარმოდგენილი კანდიდატი შესარჩევი კონკურსის გარეშე დაენიშნა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე.