ქობულეთის მუნიციპალიტეტში გამგებლის დანიშვნა
2012-10-03 2012 წლის 27 აგვისტოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა ცხომელაძე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენდა ყოფილი გამგებლის გადაწყვეტილება მონაწილეობა მიეღო საპარლამენტო არჩევნებში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიით. იმ დღესვე გამგებლის დროებით მოვალეობის შესრულება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დაევალა გამგებლის მოადგილეს რევაზ ხარაზს.
2012 წლის 03 ოქტომბერს მოწვეული იქნა მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად განიხილებოდა ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის დანიშვნაზე თანხმობის მიცემა”. საკრებულოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარეს მიეცა თანხმობა წარმოდგენილი კანდიდატი (თენგიზ ზოიძე) შესარჩევი კონკურსის გარეშე დაენიშნა მუნიციპალიტეტის გამგებლად (და არა მოვალეობის შემსრულებლად).
საკრებულოს თავჯდომარეს მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი არ გამოუცხადებია.