გამგებლის ცვლილება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში
2013-01-31 ლანჩხუთის გამგებელმა დაკავებული თანამდებობა არჩევნებამდე დატოვა და მის მოვალეობას მოადგილე ასრულებდა. თავად კი კენჭს იყრიდა საპარლამენტო არჩევნებში, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში იყო კონკურის წესით გამგებლის არჩევის მცდელობა, მაგრამ იგი ვერ განხორციელდა მუნიციპალიტეტში გამართული საპროტესტო აქციების გამო. კომისიის წევრებმა თანმიმდევრობით დაწერეს კომისიის თავმჯდომარის სახელზე წერილები კომისიის წევრობის დატოვების შესახებ, რამაც განაპირობა კონკურსის ჩაშლა. საკრებულოს ახალმა თავმჯდომარემ არჩევისთანავე საკრებულოს წარუდგინა გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატი, რომელიც ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა საკრებულომ.
2013-01-29 გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე 106 განცხადება დარეგისტრირდა. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრებმა 22 დეკემბერს განცხადებები განიხილეს და 5 კანდიდატი შეარჩიეს. 8 იანვარს კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა და ლანჩხუთის მოსახლეობის ნაწილმა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობის პიკეტირება მოახდინა და თანამშრომლები შენობაში არ შეუშვა. მათ უნდობლობა გამოუცხადეს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობას. 29 იანვარს გამგებლად კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ზაზა ურუშაძე. ურუშაძე გამგებლის თანამდებობაზე კოალიციის მხრიდან ერთადერთი კანდიდატურა იყო. მას საკრებულოს სხდომაზე მყოფმა 23-ვე დეპუტატმა დაუჭირა მხარი.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე