გამგებლის ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტში
2012-11-09 თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ ხუცაიძე გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე 2012 წლის 7 ნოემბერს. მისი განმარტებით ახალი პოლიტიკური ძალის მოსვლასთან დაკავშირებით იგი ვეღარ შეძლებს შეასრულოს თავისი ფუნქციები. გამგებლის ვაკანტურ ადგილზე კონკურსი არ ჩატარებულა. გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა „ქართული ოცნების“ თელავის შტაბის უფროსი ზურაბ ყურაშვილი. აღნიშნულ გადაწყვეტილებას 2012 წლის 12 ნოემბრის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე დეპუტატიდან 20-მა.
2012-11-09 7 ნოემბერს მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ნუგზარ ხუცაიძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. მიზეზად მან ხელისუფლების ცვლილება დაასახელა. 9 ნოემბერს „ქართული ოცნების“ თელავის საარჩევნო შტაბის უფროსი, ზურაბ ყურაშვილი, კონკურსის გამოცხადებამდე თელავის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე