გამგებლის ცვლილება საგარეჯოს მუნიციპალიტეტში
2013-04-24 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე. გამგებლის ვაკანტურ ადგილზე კონკურსი არ ჩატარებულა. 2012 წლის 2 ნოემბერს ერთხმად საკრებულომ თანხმობა მისცა საკრებულოს თავმჯდომარეს ილია ჭიაურელს ( თავმჯდომარე არ შეცვლილა საგარეჯოში) გამგებლის თანამდებობაზე გიორგი ლოლაძის დანიშვნასთან დაკავშირებით..
2012-11-05 ყოფილი გამგებელი, გელა ჩალათაშვილი, საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად იყრიდა კენჭს და მას საკუთარი განცხადების საფუძველზე ჰქონდა დატოვებული თანამდებობა. 5 ნოემბერს საგარეჯოს გამგებელი, კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი კანდიდატი, გიორგი ლოლაძე გახდა.