გამგებლის ცვლილება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში
2012-11-30 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ლოლაძე 2012 წლის 26 ნოემბერს დაკავებული თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა. გამგებლის ვაკანტურ ადგილზე კონკურსი ჩატარდა, რის შედეგადაც 2012 წლის 27 დეკემბერს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლად ვალერი ალიბეგაშვილი დაინიშნა.
ალიბეგაშვილის გამგებლად დანიშვნას მხარი საკრებულოს ყველა წევრმა დაუჭირა. კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერება საკრებულოს აღნიშნული გადაწყვეტილება გააპროტესტეს.
2012-11-26 26 ნოემბერს ჩატარებულ საკრებულოს სხდომამ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დიმიტრი ლოლაძის, განცხადება გადადგომის შესახებ დააკმაყოფილა. გამგებლის მოვალეობას დროებით გამგებლის მეორე მოადგილე იოსებ ტყემალაძე ასრულებდა.
გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად კი კონკურსი გამოცხადდა. კონკურსზე 126-მა კანდიდატმა შეიტანა განცხადება.
21 დეკემბერს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკონკურსო – საატესტაციო კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც კომისიის წევრებს გამგებლობის 7 კანდიდატიდან ერთი უნდა შეერჩიათ. სხდომაზე „ქართული ოცნების“ 40-მდე აქტივისტი შეიჭრა და გამგებლად კოტე კაპანაძის დანიშვნა მოითხოვეს. სხდომის მიმდინარეობის დროს „ქართული ოცნების“ აქტივისტები საკრებულოში 5–ჯერ შევარდნენ.
27დეკემბერს გაიმართა საკრებულოს სხდომა, რომელზეც არჩეულ იქნა ახალი გამგებელი ვალერი ალიბეგაშვილი. სხდომას 24 დეპუტატიდან 18 ესწრებოდა და ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი მის კანდიდატურას, თუმცა არჩევნებს ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია.