დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობიდან გათავისუფლება და ახალი გამგებლის დანიშვნა
2013-03-15 11 მარტს ტელეკომპანია “მაესტროს” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამგებელი კონკურსის ჩატარების გარეშე დანიშნა. დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ადასტურებს, რომ გამგებლის დანიშვნა კონკურსის გარეშე მოხდა.
წყარო: http://goo.gl/Z4OBA
2012-11-30 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი 2012 წლის 22 ნოემბერს გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე. გამგებლის ვაკანტურ ადგილზე კონკურსი არ ჩატარებულა. ირაკლი შიოლაშვილი დაინიშნა მოვალეობის შემსრულებლად 2012 წლის 28 ნოემბრის რიგგარეშე სხდომაზე.