გამგებლის ცვლილება წალენჯიხის მუნიციპალიტეტში

2013-01-31 2013 წლის 16 იანვარს გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს როგგარეშე სხდომა, რომელზეც განიხილეს წალენჯიხის მუნიციპლაიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისათვის გამგებლად გოგა გულორდავას დანიშვნის თაობაზე თანხმობის მიცემის საკითხი.

2012-12-05 5 დეკემბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა ქარდავამ საკუთარი სურვილით, თანამდებობებიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. 17 დეკემბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გამართულ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დააკმაყოფილეს მუნიციპალიტეტის გამგებლის, მამუკა ქარდავას განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე კი კონკურსი გამოცხადდა.
12 იანვარს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილმა საკონკურსო კომისიამ გამგებლის პოსტზე გოგა გულორდავა შეარჩია და საკრებულოს წარუდგინა. 16 იანვარს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გოგა გულორდავას დანიშნვის საკითხი განიხილა და დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მას მხარი.