გამგებლის ცვლილება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში
2012-12-18 პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე ქობალიამ. საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შესრულება დაევალა ედიშერ თოლორაიას. თანამდებობები დატოვეს გამგებლის მოადგილეებმაც.
2012-12-18 18 დეკემბერს გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე ქობალიამ. საკრებულო უახლოეს მომავალში განიხილავს აღნიშნულ განცხადებას. საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარიას განცხადებით, ის რჩება თანამდებობაზე და გადადგომას არ აპირებს. 20 დეკემბერს საკრებულომ ქობალიას განცხადება გადადგომის შესახებ დააკმაყოფილა. კონკურსის გამოცხადებამდე გამგებლის მოვალეობას, გამგებლის მოადგილე, რუსლან კილასონია ასრულებდა.
24 დეკემბერს კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ედიშერ თოლორაია დაინიშნა. გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარიამ მიიღო და როგორც განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილებით ხელს უწყობს ქვეყანაში მიმდინარე კოჰაბიტაციის პროცესს.