გამგებლის ცვლილება მესტიის მუნიციპალიტეტში
2012-11-30 მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 ნოემბრის #46-ე ბრძანების თანახმად, თანამდებობიდან გათავისუფლდა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ილია ჯაფარიძე. გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 93- ე მუხლის, ასევე მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 105-ე მუხლის მე-3 პუნქტის და „მესტიის მუნიციპალოიტეტის გამგებლის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ „მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 ნოემბრის #53 განკარგულების შესაბამისად.
გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე ჩასატარებელი კონკურსისათვის შეიქმნა მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია. კომისიამ 14 დეკემბერს გამარჯვებულად კაპიტონ ჟორჟოლიანი გამოაცხადა და მიიღო გადაწყვეტილება მისი კანდიდატურის გამგეობის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენის შესახებ. საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე გამოცხადებული გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად ვაკანსიის შესავსებად განაცხადი შემოიტანა 1 მა მოქალაქემ. 2012 წლის 17 დეკემბერს ის მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე დაინიშნა.
2012-11-21 21 ნოემბერს მესტიის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე მუნიციპალიტეტის გამგებელს ილია ჯაფარიძეს უფლებამოსილება შეუჩერა. გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად კაპიტონ ჟორჟოლიანი აირჩიეს. გამოცხადდა კონკურსი და საკონკურსო კომისიის მიერ კაპიტონ ჟორჟოლიანის კანდიდატურა იქნა დასახელებული. საბოლოოდ 22 საკრებულოს წევრიდან 17 ის თანხმობით (5 წინააღმდეგი) მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლად არჩეულ იქნა კაპიტონ ჟორჟლიანი.